სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა

16/02/2017

„ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეზე. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული შეფასებები და განცხადებები უშუალოდ თავად გამოძიების პროცესს დააზიანებს.
„ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოო დასრულებამდე არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისადმი. მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი საბოლოოდ ყველა იმ კითხვას, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიება გასცემს პასუხს ყველა კითხვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების მიერ გაცემულ პასუხებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0