მსჯავრდებულებს საპატრიარქოს სიგელები გადაეცათ

08/02/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს საპატრიარქოს სიგელები გადაეცათ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით, სიგელები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამაშრომლებმა გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის თქმით, ეკლესიის მშენებლობა წელიწადი და რვა თვე მიმდინარეობა და უდიდესი წვლილი, სწორედ, მსჯავრდებულებს მიუძღვით. ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0