თეა წულუკიანი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

07/02/2017

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის ოთხივე მოადგილე ესწრებოდა. თეა წულუკიანი აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ელჩს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო. სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის მინისტრმა და ელჩმა აზერბაჯანში თეა წულუკიანის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. დურსუნ ჰასანოვი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩად 2016 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0