სამტრედიაში ხანდაზმულთა პანსიონატის შენობის გადახურვა დასრულდა

07/02/2017

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული მოხუცთა თავშესაფარის შენობის სახურავი სრულად აღდგენილია. სახურავი ძლიერი ქარის დროს დაზიანდა. რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სამტრედიის გამგებელთან, ვალერიან ფოცხვერიასთან ერთად დაათვალიერა. პაატა ნადირაძემ ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები მოხუცებიც მოინახულა. აღნიშნულ დაწესებულებაში 21 ბენეფიციარია რეგისტრირებული. 2017 წელს მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 ათასი ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0