დღეს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი ესწრებოდა. ელჩმა ბათუმის მერს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ეს იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე ისაუბრეს ქალაქის განვითარებასა და ტურისტულ პოტენციალზე.
გიორგი ერმაკოვი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
07/02/2017