გია სალუქვაძემ დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა

06/02/2017

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.
„ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის. გურიაში ინტენსიური თოვის მიუხედავად გზებზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეჩერებულა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ, გუნდურად შევძელით დროულად მოგვეხდინა რეაგირება საგანგებო შტაბებში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შექმნოდათ”- განაცხადა გია სალუქვაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე გუბერნატორმა რეგიონში დიდთოვლობის შედეგები შეაჯამა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ. როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზა გაწმენდილია.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მერი/გამგებლები, სამაშველოს, სატყეოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების რეგიონული წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0