WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში ჩატარდა. თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასული კოლეჯის სტუდენტები – ცოტნე ნაზარაშვილი (ვებდიზაინი), სალომე წიქარიძე (გრაფიკული დიზაინი), ლია ლომიძე (სამზარეულო საქმე), კრისტინა პარუმოვი (საპარიკმახერო საქმე), ანა-ქრისტინე ტატიშვილი (საკონდიტრო საქმე) და ზურა შავიშვილი (სარესტორნო სერვისი) 2017 წლის ოქტომბერში, 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, აბუ-დაბიში დაგეგმილ Worldskill-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენენ. გამგზავრებამდე ახალგაზრდები საერთაშორისო შეჯიბრისთვის მზადებას გააგრძელებენ.
პროფესიული სტუდენტები საქართველოდან აბუ-დაბიში გაემგზავრებიან
24/01/2017