დიმიტრი ქუმსიშვილი: გალარების ერთჯერადი პროგრამის მიზანია ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლების დამოკიდებულების მაქსიმალური შემცირება

11/01/2017

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების აქცია შესაძლებელია შეეხოს, დაახლოებით, 33 ათას სესხს, რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების ასევე, მიმართვიანობის რაოდენობა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული განცხადება მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება გალარების ერთჯერადი პროგრამის დაწყების შესახებ.
„საბოლოო ჯამში, გალარების ერთჯერადი პროგრამის მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლების დამოკიდებულება სესხის მომსახურების ნაწილში, რაც თავისთავად, საბოლოო ჯამში, გამოწვევს იმას, რომ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც იხდიდა სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში ვალუტის გაცვლითი კურსის რყევის პირობებში,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
გალარების პროგრამა 17 იანვარს ამოქმედდება და 2 თვეს გასტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0