საქართველოს მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს

11/01/2017

საქართველოს მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სხდომის შემდეგ განმარტებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.
კახა კალაძე დღეს დაბრუნდა მინსკიდან, სადაც „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებები გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0