პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოდელი, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ჯგუფში კარგი სამუშაო განწყობაა და იმედოვნებს, რომ თვის ბოლოსთვის კონკრეტული პროექტი მომზადებული იქნება.
“ეს არის “ეს შენ გეხებას” პროექტში, თუმცა, ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან არის განსხვავებული მოსაზრებებიც. ასეთი მოდელი არ აქვს არც ერთ ქვეყანას. შვედეთის მოდელიც, რომელიც მითითებული აქვს არასამთავრობოებს, ცოტა განსხვავებულია. არ გვინდა, რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ საკუთარ ქვეყანაში. გვინდა, რომ შევქმნათ კარგი სისტემა”, – განაცხადა ბესელიამ.