სახელმწიფო სოციალური მომსახურეობის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახებს / პირებს, რომლებიც მზად არიან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შეუქმნან ოჯახური გარემო საკუთარ ჭერქვეშ, ნამდვილი მშობელივით იზრუნონ მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე და გახდნენ მათი მინდობითი მშობლები.
თუ გაქვთ მოტივაცია – შეცვალოთ ოჯახურ სითბოს მოკლებული ბავშვის ცხოვრება და მომავალი, სახელმწიფო თქვენ განდობთ ბავშვის აღზრდას.
მინდობით აღზრდა მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში. მინდობით აღზრდა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნის ყველაზე პრიორიტეტული ალტერნატიული მომსახურეობაა. ამჟამად, 1359 ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში, მათ შორის, 201 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია.
მინდობით მშობლად რეგისტრაციისთვის პირმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონულ განყოფილებას.
მინდობით აღზრდის მსურველი ოჯახების შერჩევა იწყება
10/01/2017