შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს განუმარტავს, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

04/01/2017

მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0