1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა

04/01/2017

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 იანვრიდან შევა ძალაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0