საპარლამენტო მმართველობის ფორმას შევინაჩუნებთ

24/12/2016

საპარლამენტო მმართველობის ფორმა არ შეიცვლება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი.

”ერთადერთი წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე – ეს არის მმართველობის ფორმა. არსებულ მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ, ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება. დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი კომისიის სხდომაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0