ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალაქის ცენტრში უკვე დაიდგა ნაძვის ხე, ცენტრალ;ურ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო აქსესუარები. რამდენიმე წელია საახალწლო განათებებს ტენდერში გამარჯვებული ადგილობრივი კომპანია ახორციელებს, გასული წლისგან განსხვავებით წელს განათებები მეტად მრავალფეროვანი იქნება, საახალწლო სტრინგები სხვადასხვა ზომის ქოლგები, ფიფქები და ლოლუებით მორთულ ცენტრალურ ქუჩებს წელს რეაბილიტირებული კოსტავას ქუჩაც დაემატება. საახალწლო აქსესუარებით განათდება დაბა კაზრეთის ცენტრი, სადაც დაიდგმება ნაძვის ხე. “დევე+“ სამუშაოებს 25 დეკემბრისთვის დაასრულებს.
ბოლნისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო
23/12/2016