ბოლნისის მუნიციპალიტეტში 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის მაყურებლებზე იქნება გათვლილი.
„შევეცადეთ, რომ წლევანდელი ღონისძიებები იყოს მრავალფეროვანი და სასიამოვნო. საახალწლო აქტივობები ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გაიმართება. 27 დეკემბერს ბოლნისელი მოსახლეობის სურვილით, ღია ცის ქვეშ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ ყველასათვის საყვარელი ნიაზ დიასამიძე იმღერებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და სასიამოვნო წინა საახალწლო განწყობა გვექნება“. -განაცხადა საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა აბრამიშვილმა.
დაგეგმილი ღონისძიებები:
20 დეკემბერი 17:00 სთ – საახალწლო ზღაპარი „გაცვეთილი ფეხსაცმელი.
მონაწილეობენ: დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული საბავშვო თეატრის აღსაზრდელები.
მისამართი: დაბა კაზრეთის კულტურის სახლი
22 დეკემბერი 17:00 სთ -სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მუსიკალური სპექტაკლი „ბრემენელი მუსიკოსები“ , ძმები გრიმების პიესის მიხედვით.
მისამართი: დაბა კაზრეთის კულტურის სახლი.
26 დეკემბერი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის სპექტაკლის პრემიერა – „მატარებელი არ მოვა“- თამრი ფხაკაძის პიესის მიხედვით.
რეჟისორი: ზურაბ ხვედელიძე
მონაწილეობენ: გია ღვინერია, ალექსანდრე ჩალაძე, ბექა შეყილაძე, ნატო ყიფშიძე, ანი რეხვიაშვილი.
მისამართი: ბოლნისის კულტურის სახლი.
27 დეკემბერი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩუქარი საახალწლო კონცერტი. მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა , DJ Grotask.
მისამართი: ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია.
28 – 29 დეკემბერი 17:00 სთ -ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერა „მაშა და დათვის საახალწლო ზღაპარი“.
რეჟისორი: თამარ ბობოხიძე
მისამართი: ქ. ბოლნისის კულტურის სახლი
30 დეკემბერი 17:00 სთ – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“.