იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში მთელი დღის მანძილზე თოვდა. დაბალ ზონაში თოვლის საფარის სისქემ 40–სმ, ხოლო მაღალ ზონაში 60–70 სმ შეადგინა. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მექანიზაცია და საავტომობილო გზები იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სოფლებში ასევე, შიდასაუბნო გზებზეც. გაწმენდით სამუშაოებს თვალს ადევნებდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. იმერეთის მასშტაბით სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში არ შეფერხებულა, თუმცა სწავლის პროცესი დროებით შეწყდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო. ასევე, სწავლა შეჩერებულია ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების უხუთისა და სალომინაოს სკოლამდელ დაწესებულებებში. მიზეზად ბავშვების ნაკადის სიმცირე სახელდება. იმერეთის მხარეში ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება 1700 აბონენტს. მთელი დღის მანძილზე საავარიო ჯგუფები მუშაობენ და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მექანიზაცია და საავტომობილო გზები იწმინდება
20/12/2016