ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ მხარდაჭერით, „თბილისის მეგობრობის სახლში“კონფერენცია გაიმართა

13/12/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ მხარდაჭერით და ფრაქციასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, „თბილისის მეგობრობის სახლში“ კონფერენცია თემაზე: „ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ქალთა ჩართულობა თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“ გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტში შექმნილი გენდერული საბჭოს წევრები, დედაქალაქის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინელი ფუტკარაძე და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე გენდერული თანასწორობის სტრატეგიაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა.
კონფერენციაზე, სადაც შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია-მიმოხილვა გაიმართა, თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ქალთა ჩართულობის ინტენსივობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0