რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგა ნატახტრიდან აგარამდე და თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ105–კმ193 (აგარა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
08/12/2016