საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. რუმინეთის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების შესაძლებლობებზე.
რუმინეთის ელჩმა ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანვე ხაზი გაუსვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას.
გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ელჩს შეხვდა
08/12/2016