პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა

08/12/2016

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა. სკოტ ტუროვი პროკურატურის სისტემის მენეჯერებს, პროკურორებს, გამომძიებლებსა და სტაჟიორებს შეხვდა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, სამოქალაქო ვალდებულებებსა და სამართლის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ტუროვის შემოქმედებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „შესავალი სამართალში” (One L), რომელსაც ყოველწლიურად 30 000 მკითხველი ყიდულობს და განსაკუთრებული პოპულარობით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში სარგებლობს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მხატვრული ფილმი ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია“, რომელიც სკოტ ტუროვის ანალოგიური დასახელების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. სკოტ ტუროვთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე გამომსვლელის გამოცდილება გაეზიარებინათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0