თეა წულუკიანმა „OGP“-ის გლობალური სამიტის მონაწილეებს საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა

08/12/2016

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეოთხე გლობალური სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა ღია მმართველობის პროცესების მართვის შესახებ საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა. თეა წულუკიანმა აღნიშნული გამოცდილების შესახებ ღია მმართველობის რეფორმების კოორდინაციისა და სწორი მართვის შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (United Nations Sustainable Development Goals – SDGs) შესახებ პანელზე ისაუბრა.
საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვასა და ღია მმართველობის გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივ მონიტორინგს.
სწორედ ამის შესახებ ისაუბრა თეა წულუკიანმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. მინისტრმა სიტყვით მიმართა „მდგრადი განვითარების მიზნების“ პანელის მონაწილეებსაც და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც სამიტზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია „მდგრადი განვითარების მიზნების“ იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
„OGP“-ის გლობალური სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.
ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0