ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილ კომპანიებს ჯილდოები გადასცა. მედია ჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. პროექტის მიზანია, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.
ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
11/11/2016