სეზონური გამწვანების ღონისძიებები, დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა ხეები თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო. მე-10 („მაღლივი“) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. „ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღეს „უნივერსიტეტის“ „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ს პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ
„მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო
09/11/2016