სოფელ ზანავში დასრულდა წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, წყლის სათავესთან განხორციელდა სადრენაჟე და შემკრები აუზის მშენებლობა, პარალელურად 4 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყო ფოლადის მილები.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც წყლის მიწოდების პრობლემა წლებია აწუხებდათ 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
რეაბილიტირებული წყალსადენით სოფელში მცხოვრები 80 კომლი ისარგებლებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 751 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ზანავში დასრულდა წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები
09/11/2016