თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ საბიუჯეტო ხარჯები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარებები უხვად გასცა, რის გამოც ფინანსები ბევრ მიმართულებას, მათ შორის, გზების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ სუბსიდირებას და ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მუხლს მნიშვნელოვნად მოაკლდა.
აღნიშნულ ცვლილებებზე დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა
08/11/2016