ონში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

08/11/2016

7 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან… სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. განხილულ იქნა მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მზადების პროცესიც, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მომავალში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ერთ–ერთი ძირითადი ადგილი ,,ხვანჭკარის“ ადგილწარმოშობის კანონის დანერგვასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების განხილვას დაეთმო, რომელიც ითვალისწინებს ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჟიშის ყურძნის სრულად გადამუშავებას ადგილზე და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დამზადებას მხოლოდ სპეციფიკურ ზონებს შიგნით. გუბერნატორმა მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას დროულად შეიქმნას შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რათა მოხდეს ყველა იმ გამოწვევის განხილვა და შეფასება, რომელიც კანონის ამუშავებას შეიძლება ახლდეს. აღნიშნულის გარდა თათბირზე განხილულ იქნა ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტებში, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის I და II ხარისხის მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების მზადება ზამთრის სეზონისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხი…

Tweet about this on TwitterShare on Facebook0