ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება
07/11/2016