2017 წლის მარტში დაგეგმილია პივნიჩნას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი

04/11/2016

მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის დირექტორი სტეფანე წიკლაური ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ პოლონეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, პივნიჩნას, ხელმძღვანელობას, სადაც განიხილეს ქალაქებს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების აქტს, რომლის მიზანია :
1 . ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების გამოცდილების გაცვლა
2 . ეკონომიკურ პროგრამების შექმნა და განვითარება.
3 . განათლების, კულტურისა და ხელოვნების გაუმჯობესება
4 . ტურიზმისა და სპორტის განვითარება
5 . მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება
2017 წლის მარტში დაგეგმილია პივნიჩნას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0