თბილისში გამჭვირვალობისა და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარული სესია გაიმართა. დღეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა, გლობალური ფორუმის თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ და გლობალური ფორუმის სამდივნოს უფროსმა, მონიკა ბატიამ პლენარული სესიის მუშაობა შეაჯამეს და საქართველოში აღნიშნული ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
OECD-ის გლობალური ფორუმის პლენარული სესია დასრულდა
04/11/2016