რუსთვალის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

04/11/2016

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალ ნაწილზე ფილები დაიგო. ამ ეტაპისთვის ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 604 743 ლარია გათვალისწინებული. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0