დავით შერაზადიშვილი ნერგების დარგვის პროცესს ადგილზე გაეცნო

04/11/2016

დღეს, დავით შერაზადიშვილი ნერგების დარგვის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა , მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მწვანე ზოლზე 40 ვერცხლისფერი ნაძვი, 60 გართხმული ღვია და 120 დასავლეთის ტუია დარგო.
“როგორც ხედავთ მერაბ კოსტავას ქუჩის გალამაზება მიმდინარეობს, მწვანე საფარი იცვლება, ძველი ამორტიზირებული ხეები მოიჭრა და ჩანაცვლება ხდება ახალი ნარგავებით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზრუნავს ქალაქის იერსახეზე და ეს პროცესი გაგრძელდება.”- განაცხადა ბოლნისისს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0