მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

29/10/2016

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანდჟეი ჩიეშკოვსკისთან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში ასრულებს თავის მისიას საქართველოში. შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის განსაკუთრებულ როლს როგორც ევროპის ერთიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში. ამ კუთხით, აღინიშნა საქართველოსთვის პოლონეთის აქტიური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველო-პოლონეთის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0