ფეროშენადნობთა ქარხანას 83 წლის იუბილე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა

28/10/2016

ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსებიდან 83 წლის იუბილე საწარმოს თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა მიულოცა. გამგებელმა წარმატებები უსურვა ქარხანაში დასაქმებულებს და ფეროშენადნობთა ქარხნის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა ქართულ ეკონომიკაში. „ფეროშენადნობში მიღებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით სარგებლობს, რაც საწარმოს საქართველოს ლიდერ ექსპორტიორთა შორის მუდმივად უნარჩუნებს სათანადო ადგილს. ფეროშენადნობთა პროდუქციის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ზესტაფონისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკმაოდ მოცულობითი სეგმენტი, სწორედ ფეროშენადნობშია დასაქმებული. მე წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს და ქარხანას, რომელიც თავისი ბრენდის ქვეშ ყოველწლიურად რამდენიმე ათასს ტონა პროდუქციას აწარმოებს და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილი უჭირავს, არასოდეს დაეკარგოს თავისი ნიშა“. ქარხნის იუბილეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 ოქტომბერი საქართველოში „ქართული მეტალურგიის დღედ“ დაწესდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0