საკრებულოში მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს

27/10/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 9 თვის შესრულების მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეებმა- ალექსანდრე ტოგონიძემ და შოთა საღრიშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოუდგინეს.
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის III კვარტლის ანგარიში ინვესტიციების, რეგულაციების, სტრატეგიების, ასევე ინოვაციური და საბიუჯეტო და ამავე სამსახურის ინსტიტუციონალური განვითარების საკითხებს მოიცავდა.
საინვესტიციო ნაწილში საკრებულოს წევრებმა ქალაქის LED განათებაზე გადასვლის, სამედიცინო პროფილის ობიექტების პრივატიზების, ვარკეთილის III მასივისა და თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების პროექტების, ასევე დედაქალაქში პარკინგების განვითარებისა და თბილსერვისის გასხვისების მიზანშეწონილობის თემებზე იმსჯელეს. ალექსანდრე ტოგონიძემ და შოთა საღრიშვილმა საკრებულოს წევრებს, ზოგადად, თბილისის განვითარების სტრატეგიის, საინვესტიციო პოტენციალის მიზნით მუნიციპალიტეტის აქტივების შესწავლის, ტაქსების რეფორმის, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და სპორტული და კულტურული ობიექტების კვლევის საკითხები წარუდგინეს.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საკრებულოს წევრის ქეთევან ჯოხაძის კანდიტატურას დაუჭირეს მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0