მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
26/10/2016