თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, დალი მაზმიშვილის წიგნის – “იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ,,იმედით ძლეული უიმედობა“, რომელიც სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, მათ წარსულს და დღევანდელ ყოფას მიეძღვნა, თბილისის მერიის, კულტურული ღონისძიებების ცენტრის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადგომით გამოიცა.
დალი მაზმიშვილის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ისტორიულ-ლიტერატურული და ამავე დროს ფსიქოლოგიური თხზულებაა, რომელშიც საქართველოს უახლესი პერიოდის რეალური ცხოვრებაა აღწერილი.
დღესვე, დალი მაზმიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წარმოუდგინა და მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ისაუბრა.
პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის, ასევე კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საკრებულოში წიგნის – “იმედით ძლეული უიმედობა“ პრეზენტაცია გაიმართა
26/10/2016