იუსტიციის მინისტრი ყატარის საელჩოს ეწვია. თეა წულუკიანმა ყატარის სამეფოს ყოფილი ემირის, შეიხ ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანის, გარდაცვალების გამო ყატარელ ხალხს იუსტიციის სამინისტროს სახელით მიუსამძიმრა. მინისტრმა ჩანაწერი სამძიმრის წიგნში გააკეთა, რომელიც ყატარის საელჩოში ყოფილი ემირის გარდაცვალების გამო გაიხსნა. „პატივს მივაგებთ ემირ შეიხ ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანის ღვაწლს ყატარის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც გახდა ყატარისა და საქართველოს ურთიერთობების გამყარების საფუძველი, მათ შორის, იუსტიციის საფეროში, რის შესახებაც ჩვენ 2014 წლის 23 აპრილს შევთანხმდით “, – წერს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრმა ყატარელ ხალხს მიუსამძიმრა
26/10/2016