„ქალთა ოთახში“ 13 ბაღის პედაგოგს ჭადრაკში ტრენინგი ჩაუტარდა

25/10/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჭადრაკის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიზნით დღეს „ქალთა ოთახში“ 13 საბავშვო ბაღის პედაგოგს ჭადრაკში ტრენინგი აჭარისწყლის მკვიდრმა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელმა ზურაბ ზაქარიაძემ ჩაუტარა. გარდა ამისა ზურაბ ზაქარიაძემ ისაუბრა ჭადრაკის განვითარების კონცეფციაზე და მის ისტორიაზე. სამომავლოდ იგეგმება ყველა საბავშვო ბაღში ჭადრაკის სწავლების იდეის განხორციელება 5-6 წლიან ჯგუფებში. მიმდინარე წელს აჭარისწყლის საბავშვო ბაღში უანგაროდ ზურაბ ზაქარიაძემ დაიწყო ჭადრაკის გაკვეთილების ჩატარება, რაც მუნიციპალიტეტისთვის და პატარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ კოორდინატორისა და გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0