გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში პირველი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიმართა. გამოფენაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები, სოფლებში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატები, მხატვრები, ტურიზმის ცენტრის პროვაიდერი ორგანიზაციები და კომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას უფლისციხეში, ტურისტებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონელი სტუმრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა უფლისციხის ისტორიული ქალაქი დაათვალიერეს და ქართულ კულტურას გაეცნენ. ღონისძიება უფლისციხეში კულტურის ცენტრის ახალგაზრდების ფლეშ-მობით დასრულდა. ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში პირველი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიმართა
24/10/2016