საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ენერგეტიკის სამინიტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) სექტორული თანამშრომლობის საკითხებზე.
არასამთავრობო სექტორს წარედგინა სექტორული თანამშრომლობის სფეროში დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა,
24/10/2016