განახლებული კლინიკის საიუბილეო ღონისძიებას დავით სერგეენკო დაესწრო

24/10/2016

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის განახლებული კლინიკის საიუბილეო ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მრავალპროფილიანი კლინიკის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოები დაწესებულებაში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგარემონტებული სამედიცინო კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში პროფესორ ვახტანგ ალადაშვილის ბარელიეფიც გაიხსნა. მიხეილ ჩაჩავას პატივსაცემად კი, იმ აუდიტორიას, სადაც პროფესორი ლექციებს კითხულობდა, მისი სახელი ეწოდა. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა 1880 წლიდან ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0