ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 დღიანი ვიზიტით პოლონეთის ქ. პიეკარი შლონსკედან დელეგაცია იმყოფება. დღეს დელეგატებისთვის კინტრიშის ხეობაში ინფო ტური მოეწყო. მათ დაათვალიერეს კობალაურის, ცხემვანას თაღოვანი ხიდები, წმინდა გიორგის მონასტერი, კოლხური ბზის კორომები და უძველესი ღვინის მარანი, ასევე მიიღეს ინფორმაცია კინტრიშის ნაკრძალის შესახებ და გაეცნენ მის უნიკალური ბუნებას. ტურის ფარგლებში სტუმრებმა კოხის საკალმახე მეურნებაც მოინახულეს. ქობულეთსა და ქ. პიეკარ შლონსკეს შორის დამეგობრების მემორანდუმი ხვალ გაფორმდება. მემორანდუმი ორი ქალაქის მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
უცხოელი დელეგატები კინტირშის ხეობაში იმყოფებოდნენ
23/10/2016