ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით დღეიდან 470 აბონენტი ისარგებლებს. დასრულებულ სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო. „დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. ჯუმათის მოსახლეობას 25 წლის მანძილზე წყალმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა. გასულ წელს დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 511 900 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტი აგრძელებს ზრუნვას სხვა სოფლების წყალმომარაგებაზეც,“ – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. სოფელ ჯუმათში ჯამში 6 კილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო. დამონტაჟდა საფილტრე-საქლორატორო სადგური და წყალშემკრები რეზერვუარი. დასრულებულია გამრიცხველიანებაც.
ჯუმათში წყლის სისტემის მშენებლობაზე 1 511 900 ლარი დაიხარჯა
21/10/2016