კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომას კახეთის გუბერნატორის მოადგილეებთან ზურაბ არსენიშვილთან და გივი მეტრეველთან ერთად რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირები: ქალაქ თელავის მერი, მუნიციპალიტეტების გამგებელები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. საბჭოს წევრებისგან ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა მოისმინა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
20/10/2016