„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია” ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის პირველი მოაგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეუილის გამოწვევის ფონდის წარმომადგნლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის – პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდები დასაქმდნენ „სამუშაო ადგილზე სწავლების” პრინციპით, ასოციაციის წევრ კომპანიებში. შეხვედრის მიზანია საუკეთესო მაგალითის გაზიარება ასოციაციის წევრ კომპანიებში, რათა გაიზარდოს ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს აქტივობებში.