საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელის მოადგილე კეტრინ პატრონოფი..
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ კონსულტაციები განხილულ საკითხებთან და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს ორგანიზაციის აქტიური საქმიანობისთვის საქართველოში.
დავით ზალკალიანი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა
19/10/2016