„თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია“ – ასე ეხმაურება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრია.
კონგრესმენი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ სამუშაოს, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს.
ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის პოზიციას.
საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია
19/10/2016