ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პოლონელ კოლეგას შეხვდა

17/10/2016

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, პოლონელ კოლეგას შეხვდა. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ტომას ტომბარკევიჩთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე ისაუბრა და პოლონელ კოლეგებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. დაისახა სხვადასხვა ჯანდაცვითი მიმართულებით პოლონეთთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0