იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბელარუსის ელჩი მიხაილ მიატლიკოვი მიიღო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ბელარუსის რესპუბლიკაში თავისი ვიზიტიც გაიხსენა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოსა და ბელარუსს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, როდესაც მიმდინარე წლის 25 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელარუსის იუსტიციის მინისტრებმა. ბელარუსის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
იუსტიციის მინისტრმა ბელარუსის ელჩი მიიღო
17/10/2016